რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ბრაკონიერების მიერ ხე-ტყის უკანონო ჭრები გამოვლინდა, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შემთხვევები სავარაუდოდ, მიმდებარე სოფლების მცხოვრებლების მიერაა განხორციელებული.

"ჩვენმა თანამშრომლებმა არაერთი ადამიანი გამოავლინეს, სამწუხაროდ, კანონი მათი დასახელების უფლებას არ მაძლევს. ესენი მეზობელ სოფლებში მცხოვრები ადამიანები არიან, მაგრამ მოვა დრო, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტს სასამართლო დაადგენს და მათ დააჯარიმებს. ამის შემდეგ შევძლებთ, რომ ამ ადამიანების ვინაობა ყველამ გაიგოს. უდიდესი კონსოლიდირება მოხდა, რომ ეს სტიქიური უბედურება ჩავაქროთ და ადამიანების ცალკეული ნაწილი ბრაკონიერობას აგრძელებს. უკანონოდ ხეებს ჭრიან და ამუშავებენ მათ", - განაცხადა აგულაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×