რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) რკინიგზასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ათივე პირი თავისუფალია. სასამართლო დაკავებულების ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო, იქამდე კი დაკავებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დაცვის მხარემ საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გაცნობისთვის დრო ითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებულების საქმეს ერთად განიხილავდა. საქმეების გაერთიანების შუამდგომლობა დაკავებულების ადვოკატებმა დააყენეს.

წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით გუშინ დაკავებულმა ყველა პირმა სასამართლო სხდომის დარბაზი უკვე დატოვა.

აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი 8 სექტემბერს ჩაინიშნა.

საქართველოს რკინიგზის შენობასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ათი პირი დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×