რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები დაამტკიცა, რომლებშიც მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურები დეტალურადაა აღწერილი.

ეს საარჩევნო ადმინისტრაციის პროცედურული სახელმძღვანელო დოკუმენტებია, რომლებიც ასევე არჩევნებში ჩართული მხარეებისთვისთვისაც მნიშვნელოვანია.

დღესვე ცესკომ 73-ვე საარჩევნო ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი, მეექვსე წევრები აირჩია. როგორც ცესკოში განმარტეს, საერთო ჯამში, 73 ვაკანტურ ადგილზე სულ 134 განაცხადი იყო შესული და კონკურსში 134 კანდიდატი მონაწილეობდა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.

მისივე თქმით, გუშინ, ცესკომ უმოკლეს ვადებში რეგისტრაციაში 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია გაატარა, რათა მათ პროცესზე თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×