რეზონანსი
23.08.2017

 (რეზონანსი) ხანძარია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის განცხადებით, ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარ ტყის მასივზე გავრცელდა.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკა ვერ მიდის. ხანძარს 40-მდე მეხანძრე და რეინჯერი სპეციალური აღჭურვილობით ებრძვის. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.

შესაძლოა, ხანძრის ლიკიდაციისთვის ვერტმფრენის გამოყენება გახდეს საჭირო.

დუშეთში ხანძარი გუშინ გაჩნდა, რომელიც დილისთვის ლოკალიზებული იყო. თუმცა, დღეს ქარმა ცეცხლის კერები კვლავ გააღვივა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×