ბიოლოგისა და ნეირომეცნიერის - სუსუმუ ტონეგავას უკანასკნელმა კვლევამ, რომელიც მეხსიერების შესწავლას ემსახურებოდა, პასუხი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კითხვას გასცა. მეცნიერებმა ახლა ზუსტად იციან, ტვინის რომელი ნაწილია პასუხისმგებელი ეპიზოდური მოგონებების შექმნასა და მათ ფორმირებაზე. ამ ინფორმაციას ნეირომეცნიერებისთვის განუზომელი ღირებულება აქვს.
მეცნიერთათვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ინფორმაციის მეხსიერებად გარდაქმნაში ჰიმოკამპუსი მონაწილეობს. იგი ძირითადად ხანმოკლე მეხსიერებაზე აგებს პასუხს. ტვინის ეს ნაწილი რამდენიმე რეგიონისგან შედგება, რომელთა უმრავლესობაც კარგადაა შესწავლილი, თუმცა მისი ერთი ნაწილის - სუბიკულუმის შესახებ, ფაქტობრივად, ინფორმაცია არ არსებობდა.
სწორედ ამ უცნობი ფრაგმენტით დაინტერესდნენ ტონიგას ლაბორატორიის მკვლევრები და მისი გამოკვლევა თაგვებზე ექსპერიმენტებით დაიწყეს. ცდისპირები გენეტიკურად ისე დაამუშავეს, რომ სუბიკულუმი სინათლის გამოყენებით გააქტიურებულიყო. მეცნიერების მიერ გამოყენებული მეხსიერების უჯრედების კონტროლის მეთოდი თაგვების შეშინებაზე იყო დამყარებული. მათ ამისთვის მცირე ელექტროშოკი გამოიყენეს.
უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ მეხსიერების დაშიფვრაში ჩართულია ჰიპოკამპუსის ნაწილი, რომელსაც "კა1"-ს უწოდებენ. იგი ინფორმაციას აწვდის ტვინის სხვადასხვა ნაწილს. თითოეულ ადგილზე ნეირონები აქტიურდებიან და ქმნიან მეხსიერების კვალს, რომელთა ერთობლიობაც ენგრამას სახელითაა ცნობილი.
მიიჩნეოდა, რომ ენგრამები ისეთივე წრიულ მოძრაობაში არიან ჩართულნი, როგორშიც სხვა უჯრედები. მართალია, მეცნიერებმა ადრე აღმოაჩინეს, რომ სუბიკულუმი გამოყოფს "კა1-ს", რომელიც შემდეგ ტვინის მამოძრავებელ ქერქს უკავშირდება, მაგრამ წრიული მოძრაობის ფუნქციონირება და სუბიკულუმის ზოგადი დახასიათება უცნობი იყო.
თაგვების ერთმა ჯგუფმა, რომელთაც გააქტივირებული სუბიკულური ნეირონები ჰქონდათ, დაიმახსოვრეს საშიშიროების შესახებ და როცა კვლავ განმეორების საფრთხე იგრძნეს, შიშის გრძნობა დაეუფლათ, მეორე ჯგუფს კი მსგავსი რამ არ აღენიშნებოდა, მათ სუბიკულური ნეირონები გათიშული ჰქონდათ.
ეს გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ სუბიკულუმი დამახსოვრების უნარის აუცილებელ კომპონენტად გამოვაცხადოთ, თუმცა ის ვერ აგებს პასუხს მეხსიერების ფორმირებაზე. სხვა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ "კა1" არაა დაკავშირებული მეხსიერების აღდგენასთან, თუმცა უზრუნველყოფს მის ფორმირებას.
მკვლევრები ამას ორი სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. ერთი ნაწილის აზრით, ორ წრებრუნვას შორის ურთიერთქმედება ქმნის მარტივ, განახლებად, ცვლად მეხსიერებას, რაც მეხსიერების აღდგენის სახელით მოიხსენიება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ მეხსიერების შედეგია ისიც, რომ თაგვებს ახსოვთ ადრე განცდილი შიში.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სქემა ცხოველებს ეხმარება, პარალელი გაავლონ პირველ ჯერზე დამახსოვრებულ ინფორმაციასთან და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინფორმაციაც დაიმახსოვრონ", - ამბობს კვლევის თანაავტორი როი.
მკვლევართა თქმით, წრებრუნვის კიდევ ერთი მახასიათებელია სტრესის რეგულირება. ისინი აღნიშნავენ, რომ, სავარაუდოდ, სისტემა ჩართულია ნებისმიერი სახის ეპიზოდურ მეხსიერებაში.