რეზონანსი
13.08.2017

 (რეზონანსი) ზუგდიდის სოფლების, კახათისა და ახალი კახათის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ზუგდიდი-ანაკლიის გზა გადაკეტა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მავნებლების გამო თხილის, სიმინდისა და ბოსტნეულის მოსავალი განადგურდა, რადგან ხელისუფლებამ შეწამვლითი სამუშაოები დააგვიანა.

აქციის მონაწილეები ზარალის აღწერასა და კომპენსაციას ითხოვენ. მათივე თქმით, დღევანდელ აქციას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არ აქვს.

აქციის ადგილზე პოლიცია მობილიზებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×