რეზონანსი
10.08.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის და პარლამენტი თავის მნიშვნელოვან წვლილს, ამ პრობლემის გადაწყვეტაში , შეიტანს.

„მიზანი არის ის, რომ საქართველოში ნარკომოხმარება შემცირდეს და შესაბამისად, ამ მიზნის მიღწევისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება მიზნის მიღწევის გზებს, მხოლოდ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა და საჭიროა დისკუსია იმისთვის, რომ სწორი პოზიცია ჩამოყალიბდეს. პარლამენტი თავის მნიშვნელოვან წვლილს ამ საქმეში შეიტანს და პარლამენტი მზად არის პლატფორმა ასეთი დისკუსიისთვის თვითონ გახდეს. აზრთა სხვადასხვაობებს თავისი საფუძველი აქვს. ყველას თავისი არგუმენტები აქვს. მთავარია ჩვენ სწორი პოლიტიკა შევიმუშაოთ ნარკოტიკებთან დაკავშირებით"- ამბობს კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×