(რეზონანსი) "გირჩის" მიერ წარმოდგენილი რეკვიზიტები კანონთან შეუსაბამო იყო, -ამის შესახებ განცხადება ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა.
მიქელაძის განმარტებით, წარმოდგენილი 27 990 ხელმოწერიდან, კანონთან შესაბამისი მხოლოდ 13 იყო, ამიტომ, მისი თქმით, 18:00 საათამდე აქვს ვადა, რომ ხარვეზები გამოასწოროს.
მიქელაძემ ამბობს, რომ "გირჩს" შეეძლო შემოწმების პროცესს დასწრებოდა, თუმცა დაბარების მიუხედავად პარტიიდან არ გამოცხადნენ .
„გირჩის" შემთხვევაში, ზუსტი რეკვიზიტები სწორად მითითებული არ იყო ისე, როგორც საქართველოს კანონმდებლობაშია მითითებული, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი. მათ 27 990 ხელმოწერა წარმოადგინეს და აქედან კანონთან შესაბამისი მხოლოდ 13 აღმოჩნდა",- აღნიშნა მიქელაძემ.
„გირჩის" თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ცესკო-სთვის წარდგენილი ყველა ხელმოწერა ყალბი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ „გირჩმა" წინასწარ განაცხადა, ცესკო-მ 13 რეალური ხელმოწერა აღმოაჩინა, რომელიც ჩათვალა.