რეზონანსი
09.08.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, #2 ავტობუსების პარკში 50-მდე ლურჯი ავტობუსი მერიას ტყუილად ჰყავს გაჩერებული.

ელისაშვილი ავტოპარკთან დღეს ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ავტობუსებს მერია წინასაარჩევნოდ, სექტემბრისთვის გამოსაყვანად ინახავს.

„ეს ავტობუსები მხოლოდ იმიტომაა დაყენებული, რომ სექტემბრის ბოლოს გამოიყვანონ და წინასაარჩევნოდ თავი მოიწონონ. ხალხზე მზრუნველი მერია ავტობუსებს არ შეინახავდა, ქუჩებში გამოიყვანდა და მგზავრების ნაწილიც კომფორტულად იმგზავრებდა. მოვუწოდებ მერიას, მოეშვას წინასაარჩევნო მაიმუნობებს და თავისი სამარცხვინო ვადის დასასრულს დავით ნარმანიამ ერთი ნორმალური საქმე გააკეთოს - სატრანსპორტო კომპანიას დავალება მისცეს, რომ ავტობუსები ქუჩაში გამოიყვანონ ", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მერიისგან ოფიციალურად ინფორმაცია აქვს, რომ ავტობუსებს ადაპტირება სჭირდება, ინფრასტრუქტურა მოსაწყობია, თუმცა ელისაშვილი ყველა აღნიშნულ მიზეზს ტყუილს უწოდებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×