რეზონანსი
09.08.2017

 (რეზონანსი) გურიაში „Zara"-ს, „Mango"-ს, „Bershka"-სა და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება. სამკერვალო ფაბრიკა ოზურგეთში გაიხსნება.

გეგმის მიხედვით, თურქული კომპანია „Baykanlar" პირველ ეტაპზე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 300 ადამიანს დაასაქმებს. ხოლო უახლოეს სამ წელიწადში სრული სამკერვალო ციკლის შექმნა, ინვესტიციის მოცულობის 15 მილიონ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმებაა გადედმილი.

,,სამხარეო ადმინისტრაციასა და თურქული მხარის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ფაბრიკის გახსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია."- განაცხადა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, საწარმო 2018 წელს გაიხსნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×