რეზონანსი
06.08.2017

 (რეზონანსი) კალა-უშგული მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი გზიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა. მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული სამაშველო სამსახურები არიან. მაშველები ხევიდან მძღოლისა და მანქანის ამოყვანას ცდილობენ, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ ხერხდება.

როგორც შსს-ში ამბობენ, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×