რეზონანსი
04.08.2017

 (რეზონანსი) ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანიზ გიორგი მამალაძეს დაკითხვა მიმდინარეობს.

პროკურორ ზვიად გუბელაძეს თქმით, ისინი დეკანოზისგან ჩვენების შეცვლას ელოდებიან.

„მოგეხსენებათ, დაკითხული ორჯერ არის, პირველ ეტაპზე სხვა ჩვენება მისცა. მეორე ეტაპზე ჩვენებას სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცა. საკითხები შეცვალა და მოლოდინი გვაქვს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზეც ჩვენება შეცვალოს, რადგან მან არაერთხელ დაინახა, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება არა ერთმა მოწმემ გამორიცხა"- ამბობს გუბელაძე.

დეკანოზის ადვოკატის მიხელ რამიშვილის თქმით, მამალაძე ჩვენებას ვერ შეცვლის და რაც სიმართელს შეესაბამება იმას იტვის.

„ის იქნება ნათქვამი, რაც სიმართლე არის. ამ ჩვენებით დადასტურდება, რომ არანაირ მკვლელობის მომზადებას ადგილი არ ჰქონია. შეიძლბა ეს პირდაპირ მიზანმიმართულია არა მარტო მამა გიორგის წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, პროკურორის პოზიცია არ მიკვირს, რომ ვითომდა ჩვენება კიდევ უნდა შეცვალოს", - განაცხადა რამიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×