რეზონანსი
03.08.2017

 (რეზონანსი) აშშ-ს პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა, აშშ-ის კონგრესი რუსეთთან „ძალიან სახიფათო" ურთიერთობის მიღწევაში დაადანაშაულა. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა „ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა.

„ჩვენი ურთიერთობა რუსთთან ყველაზე დაბალ და სახიფათო დონეზეა", - წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ ამისთვის მადლობა აშშ-ის კონგრესს ეკუთვნის.

„ამისთვის მადლობა კონგრესს უნდა გადაუხადოთ, იმავე ხალხს, ვისაც ჩვენთვის სამედიცინო დაზღვევის მოცემა არ შეუძლია", - დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეასა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×