რეზონანსი
31.07.2017

 (რეზონანსი) ბათუმში „უეფა"-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების სტადიონი აშენდება. სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარიძეზე დაყრდნობით, „ipress"-ი ავრცელებს.

„რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საშუალება, ერთად ვიზეიმოთ ამ პროექტის დაწყება", - აცხადებს პატარიძე.

ამ ეტაპზე სტადიონის პროექტი აეროდინამიკურ და გეოფიზიკურ შემოწმებას ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×