რეზონანსი
30.07.2017

 (რეზონანსი) კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის განვითარების პოტენციალის შესწავლას იწყებს.ცენტრის წარმომადგენელმა რუსუდან მდივანმა განაცხადა, რომ სამი წლის ვადაში ცენტრმა მეკარტოფილეობის დარგის პოტენციალის და მისი ეფექტიანობის შესახებ კვლევა უნდა ჩაატაროს.

„ვინაიდან საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებაში კარტოფილს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამდენად კარტოფილის ახალი ჯიშებისა და ინოვაციურ ტექნოლოგიების შემოტანას და დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისათვის" , - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.

ამ დროისთვის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში „CIP"-ის მიერ გამოგზავნილი 90-ზე მეტი ჯიშის კარტოფილის გამოცდა მიმდინარეობს.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) კარტოფილის ჯიშებისა და ტექნოლოგიების შექმნის თვალსაზრისით, მსოფლიოში წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურაა, რომლის სათაო ოფისი პერუშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×