(რეზონანსი) იან კელი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ კომენტარში აღნიშნავს, რომ ეს უკრაინის საქმეა და მისი გადასაწყვეტია. მისი თქმით, ნებისმიერი პირი, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, უნდა დაეყრდნოს სამართლებრივ განხილვას კომპეტენტური იურისტების დახმარებით, რადგან ეს არის სამართლებრივი საკითხი.
„ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპით. რაც შეეხება ამერიკის შეხედულებას, მათი გადმოსახედიდან ჩვენ ამას ვუყურებთ, საერთაშორისო ვალდებულებების, საერთაშორისო სამართლის და არსებული სისტემის ჭრილში. რაც შეეხება კონკრეტულ მოქმედებას, ეს არის უკრაინის სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხი და ისინი შესაბამისად მიუდგებიან" , - განაცხადა იან კელიმ.
26 ივლისს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. ექსპრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.