(რეზონანსი) 3 წლის განმავლობაში შემოწმებული სურსათის ასეულობით ნიმუშიდან, დარღვევა მხოლოდ ორ შემთხვევაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ვასილ ბასილაძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, „რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.
„მაღალი რისკის სურსათი, ხორცი, ხორცპროდუქტები და რძის ნაწარმი უნდა იყოს განთავსებული მაცივარში და ისე ხდებოდეს რეალიზაცია. მაცივარზე უნდა იყოს ეტიკეტი,რომელიც სურსათის წარმომავლობას ეხება" , - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა მხოლოდ საზამთროსა და სალათის ფურცელში დაფიქსირდა.
„ნიტრატი მცენარეში ბუნებრივად , რაღაც დოზით უნდა იყოს, თუმცა ჭარბი რაოდენობით არა. ბოლო 3 წელში 800-ზე მეტი ნიმუშის შესწავლით, ნიტრატებზე დარღვევა მხოლოდ 2 ნიმუშში გამოვლინდა: საზამთრო და სალათის ფურცელი. დარღვევების პროცენტულობა ძალიან მცირეა და საგანგაშო არ არის" , - აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.