რეზონანსი
25.07.2017

 (რეზონანსი)ადგილობრივი ხელისუფლების თქმით,სოფელ წყორძის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ასფალტი სოფლის კულტურული მემკვიდრეობის, მე-13 საუკუნის ტაძრის გარშემოც დააგეს. ამის შესახებ ახალციხის გამგეობა სოციალურ ქსელში წერს. ამ ფაქტს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ეხმაურება:

„ცხვირით ააღებინეთ ეს საზიზღრობა, ამ უგნურ და ბეც თანამშრომლებს.გზას რომ აკეთებთ ეს კი მისასალმებელია, მაგრამ ეკლესიის გარშემო, საძირკვლამდე რომ არ მოგეასფალტებინათ რა მოხდებოდა?! მითუმეტეს წერილობით იყავით გაფრთხილებული შესაბამისი უწყებიდან! XIII საუკუნის ეკლესიის დაბზარულ კედლებს ერთი მაგ ტრაქტორის გრიალი აკლდა!" , - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ზაზა მელიქიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება, ადგილობრივების თხოვნით, მშენებელმა კომპანია „ასტორიამ" მიიღო, ტაძრის ეზოს ხელახლა კეთილმოწყობაც მისი ვალდებულებაა და ეს საკუთარი სახსრებით უნდა გააკეთოს.

„პროექტით ეკლესიის ირგვლივ მოასფალტება არ გვქონია გათვალისწინებული, ვიცით, რომ ასეთი დეტალები კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს, ამიტომ, კომპანიას საკუთარი სახსრებით მოუწევს ყველაფრის გაკეთება".

გამგებლის განცხადებით, ამ დროისთვის ეკლესიის ირგვლივ ასფალტის საფარი უკვე მოშლილია. მისივე განმარტებით, მოასფალტებისას ტაძარს ზიანი არ მისდგომია, რადგან მძიმე ტექნიკის ნაცვლად, ასფალტი დასასხმელად ხელით შეიტანეს. თუმცა, მძიმე ტექნიკა ცხადად ჩანს იმ ფოტოზე, რომელიც თავად გამგეობის გვერდმა გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×