რეზონანსი
22.07.2017

 (რეზონანსი) პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი მიწისქვეშა კომუნიკაცია გამოიცვალა.თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თვის ბოლომდე ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდება, მოძრაობა გადაერთვება მარცხენა მხარეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე მონაკვეთზე დაიწყება.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი 10 სექტემბერს დასრულდება. რაც შეეხება პეკინის ქუჩაზე მოძრაობის ცალმხრივად გადაკეთების შესაძლებლობას, თბილისის მერის თქმით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს.

„არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ამასთან ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ გაკეთდეს ცალკე ავტობუსების ხაზი, სადაც ავტობუსი უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდება. ვმუშაობთ ასევე ველობილიკებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე მოვამზადეთ გამწვანების კომპონენტი და პეკინის გამზირზე მწვანე ნარგავები დაირგვება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×