რეზონანსი
22.07.2017

 (რეზონანსი) ისლანდიის საიმიგრაციო დირექტორატმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ისლანდიის შესაბამისი სამსახურების მიერ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარალელურად, ასეთი სტატუსი მხოლოდ 14 ქვეყანაზე ვრცელდება. ეს ქვეყნებია:ალბანეთი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, ლიხტენშტაინი, კოსოვო, მაკედონია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სერბეთი, შვეიცარია და ამერიკის შეერთებული შტატები. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ისლანდიის საიმიგრაციო დირექტორატი აღნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ. აგრეთვე, ქვეყანა არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების წევრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის წევრი წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ.

საქართველო დასახელებული 136 ქვეყნიდან ტაივანის შემდეგ, 29-ე პოზიციას იკავებს 6,01 ქულით. სომხეთმა და აზერბაიჯანმა 34-35 პოზიციები გადაინაწილეს. 109-ე ადგილზეა რუსეთი და 127-ზე უკრაინა.

აპრილში „მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა" 2017 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც დათვლილია უსაფრთხო და საშიში ქვეყნების მონაცემები. რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებულია როგორც კრიმინალური და ტერორისტული სიტუაციები, ასევე საომარი კონფლიქტები და სამართალდამცავი ორგანოების უნარები, დაიცვან თავიანთი მოქალაქეები. საქართველო დასახელებული 136 ქვეყნიდან ტაივანის შემდეგ, 6,01 ქულით, 29-ე პოზიციას იკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×