(რეზონანსი) კვლევებიდაბ გამომდინარე, როდესაც კოღოები არჩევანის წინაშე დგებიან - თუ ვისგან ამოწოვონ სისხლი - ისინი მოქმედებენ გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით:
დოქტორი და ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯერი ბატლერი ამტკიცებს, რომ „ათიდან ერთი ადამიანი განსაკუთრებულად მიმზიდველია კოღოებისთვის“.
საქმე იმაშია, რომ კოღოები ადამიანის სისხლს გამოკვებისთვის არ წოვენ. სინამდვილეში, ადამიანებს მხოლოდ მდედრი კოღოები კბენენ იმისათვის, რათა ის პროტეინები მიიღონ, რომლებიც მათ სისხლშია კონცენტრირებული და მწერებს განაყოფიერებასა და გამრავლებაში ეხმარება.
რატომ არის ზოგიერთი ადამიანი სხვაზე მეტად მიდრეკილი კოღოს ნაკბენისკენ?
გაარკვიეთ რამდენად მიესადაგებით შემდეგ წინაპირობებს:
1. თუ თქვენ გაქვთ პირველი ჯგუფის სისხლი, ე.ი. თქვენ კოღოების სამიზნე ხართ. მართლაც შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ჯგუფის სისხლი სხვაზე უფრო ტკბილი იყოს. კვლევამ აჩვენა, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები 83%-ით უფრო მეტად არიან მიდრეკილნი კოღოს ნაკბენისკენ, ვიდრე მეორე ჯგუფის სისხლის მქონენი.
2. დიდი მოცულობის ტანი
ეს დაკავშირებულია თქვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმის დონესთან ან თქვენი ორგანიზმიდან გამოყოფილი ნახშიროჟანგის რაოდენობასთან. კოღოები იყენებენ CO2-ს, როგორც სამიზნის იდენტიფიცირების უპირველეს საშუალებას. ფიზიკურად დიდი ადამიანები მიდრეკილნი არიან გამოყონ უფრო მეტი ნახშირორჟანგი ვიდრე ამას გამოყოფენ მცირეწლოვნები, რაც მათ კოღოებისთვის მეტად სასურველს ხდის.
გარდა ამისა, კაცები უფრო მეტად ხდებიან კოღოების მსხვერპლი, ვიდრე ქალები.