რეზონანსი
20.07.2017

 (რეზონანსი) „Al Ekhbariya" -ის ცნობით, საუდის არაბეთის პოლიციამ, მეფის ბრძანებით სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წევრი, პრინცი საუდ ბენ აბდულ-აზიზ ბენ მუსაიდი დააკავა. პოლიციამ დააკავა ის პირებიც, რომლებიც მოცემულ მომენტში პრინცთან ერთად იმყოფებოდნენ. საუდის არაბეთის მეფემ პრინცის დაკავების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო და ფოტოები გავრცელდა, რომელზეც პრინცი, თანამზრახველებთან ერთად, ქუჩაში გამვლელებს ესხმის თავს.

მეფის ბრძანებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ყველა პირი პატიმრობაში დარჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×