რეზონანსი
19.07.2017

 (რეზონანსი) „ბიბისის" ცნობით, ჩილე აბორტთან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციების შემსუბუქებას გეგმავს. ჩილელმა სენატორებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც რიგ შემთხვევებში აბორტის შესაძლებლობას დაუშვებს.

კანონპროექტის მიხედვით, აბორტი ნებადართული იქნება გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობისას, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის გამო დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან მშობიარობისას ნაყოფის გადარჩენის შანსი მინიმალურია.

ჩილეს პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება 2.6 წლის წინ მოხდა, თუმცა მაშინ პროექტს ბევრი მოწინააღდეგე გამოუჩნდა, მათ შორის განსაკუთრებით კათოლიკური ეკლესია აპროტესტებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×