რეზონანსი
19.07.2017

 (რეზონანსი) შსს-ს ცნობით, გაეროში საქართველოს ახალგზარდობის ყოფილი ელჩის თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით სავარაუდო მუქარის საქმეზე დღეს სამართალდამცველები გია კორკოტაშვილს დაკითხავენ.

თავად, დოლიძე შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე ორშაბათს იმყოფებოდა. მის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ „ქართველთა მარშის" ორგანიზატორები და მონაწილეები, 16 ივლისს, სოციალურ ქსელში სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×