რეზონანსი
18.07.2017

 (რეზონანსი) 89 წლის ოთარ ზურაბიშვილი 17 ივლისს საგურამოდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მას ოჯახი და პოლიცია მეორე დღეა ეძებს.

ზურაბიშვილის ოჯახის განცხადებით, მოხუცს მეხსიერება დაკარგული აქვს და უმწეო მდგომარეობაშია. იგი მხრებში ძალიან არის მოხრილი. სახლიდან გასვლამდე, ოთარ ზურაბიშვილს ეცვა თეთრი გრძელმკლავიანი მაისური და შავი შარვალი.

დაკარგული მამაკაცის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ის საგურამოდან თბილისში ვინმეს მანქანით გაჰყოლოდა.

თუ გაქვთ ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე - 599 496 991.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×