რეზონანსი
18.07.2017

 (რეზონანსი) "დოიჩე ველეს" ცნობით, ერაყის ქალაქ მოსულში, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" წევრი 20 ქალი დააკავეს, რომელთაგან 5 გერმანიის მოქალაქეა.

გამოცემის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერ ქალებს შორისაა ერთი რუსი, თურქი, კანადელი, ლიბანელი და ჩეჩენი ქალი.

ექსტრემისტების მხარდაჭერაში ეჭვმიტანილები მოსულის გათავისუფლების შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. ისინი მიწისქვეშა გვირაბებში იმალებოდნენ და თან ჰქონდათ იარაღი და ე,წ, „შაჰიდის ქამრები".

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ დაკავებული გერმანელი 16 წლის სკოლის მოსწავლეა, რომელიც სახლიდან 2016 წელს გაუჩინარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×