რეზონანსი
18.07.2017

 (რეზონანსი) სემეკის ცნობით, გაზის ტარიფი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც გაძვირდა.

სემეკმა, პირველად „სოკარ ჯორჯია გაზისთვის" ერთიანი ტარიფი დაადგინა. აქამდე რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით განსხვავებული სამომხმარებლო ტარიფი მოქმედებდა.

სემეკმა დღეს დაადგინა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 56,935 თეთრით განისაზღვრა. ეს გულისხმობს იმას, რომ "სოკარ ჯორჯიას გაზის" არეალში აბონენტებს ტარიფი სხვადასხვა პროპორციით გაეზარდათ.ზოგიერთი აბონენტებისთვიდ ტარიფი 26 თეთრითაც კი გაძვირდება.

რაც შეეხება კომპანია საქორგაზის არეალს, აქაც პირველად დადგინდა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 57,011 თეთრით განისაზღვრა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამივე წევრმა გაითვალისწინა სატარიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება. გადაწყვეტილება დაეფუძნა სამომხმარებლო ტარიფის შემადგენელი კომპონენტების ტარიფებს. ყველა კომპონენტის ტარიფში ზრდა ფიქსირდება. გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა და 46.15 თეთრი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×