რეზონანსი
18.07.2017

 (რეზონანსი) შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გორის რაიონის სოფელ ქვახვრელიდან მიმავალ სასოფლო ავტობუსს ნაჯახი ესროლეს. ინციდენტის შედეგად 17 წლის ბიჭი დაშავდა, რომელსაც შუშის ნამსხვრევებით ლოყა გაეჭრა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, მოზარდი უკვე სახლში გაწერეს.

შსს-ს თანამშრომლებმა გამოძიება ორი - 187-ე და 124-ე მუხლების მიხედვით დაიწყეს, რაც ქონებისა და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებების მიყენებას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×