რეზონანსი
18.07.2017

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოთარ აბესაძის დაკავების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ:

„როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის, არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობის პირია, რას წარმოადგენს. კანონის წინაშე ჩვენ ვართ ყველა თანასწორუფლებიანი. ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპი და არა ერთი მაგალითი არსებობს ამის. ვინც დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად ყველა იქნება დასჯილი. თუმცა, მე თავს შევიკავებ, დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა კალაძემ.

მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე, გასულ კვირას ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×