რეზონანსი
18.07.2017

 (რეზონანსი) სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017 წლის 6 თვეში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებების სტატისტიკა გაავრცელა. ამ თანხიდან ყველაზე მეტი - 131 179 ლარი „ევროპულმა საქართველომ" მიიღო.

პარტიების მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის პირველ 6 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება - 131179 ლარი „ევროპულმა საქართველომ - მოძრაობა თავისუფლებისთვის" მიიღო. მეორე ადგილზეა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" - 47 816.64 ლარი, „გაერთიანებული დემოკკარტიული მოძრაობა" - 30 000 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 24 051.57 ლარი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 8 770 ლარი, „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიული პარტია" - 6 000 ლარი, „საქართველოს მშვიდობისათვის" - 720 ლარი, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია" - 691 ლარი, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია" - 607 ლარი, „ახალი მემარჯვენეები" - 500 ლარი და „საქართველოს რესპუბლიკური პარტია" - 20 ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×