რეზონანსი
17.07.2017

 (რეზონანსი) ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე, ყოფილ ჩინელების ბაზარში, საწყობებში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 200 კვ.მ.-ს მოედო. როგორც ცნობილია, საწყობში პლასტმასის ნივთები და პროდუქტები ეწყო.

ამ დროისთვის ადგილზე 4 სახანძრო და 8 სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ხანძრის ძირითადი კერა ჩამქვრალია, ხოლო მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ არის ინფორმაცია ზარალის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×