რეზონანსი
17.07.2017

 (რეზონანსი) პოლიტიკური ცენტრი „გირჩი" 19 ივლისს აქციას აანონსებს. პარტია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას 14 ივლისს, „ქართველთა მარშის" შემდეგ „დაბინძურებული" მარჯანიშვილის მოედნის დასუფთავებისკენ მოუწოდებს.

„მოგეხსენებათ, თუ როგორ არის ჩვენი ქალაქი დაბინძურებული ათასი პარაზიტით. გასული კვირის მოვლენები გვიჩვენებს, რომ არაფერი გვეშველება, სანამ ჩვენვე არ ავიღებთ ხელში ინიციატივას! შემოგვიერთდით და თან იქონიეთ წყლის ბოთლები, სარეცხი საპონი და სურვილის შემთხვევაში - აქანდაზი" , - ნათქვამია „გირჩის" განცხადებაში.

14 ივლისს, თბილისში, აღმაშენებელზე „ქართველთა მარში" გაიმართა. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა საქართველოდან არალეგალების წასვლა და საიმიგრაციო კანონის გამკაცრება იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×