რეზონანსი
17.07.2017

 (რეზონანსი)ერგნეთში,აგვისტოს ომის მუზეუმში, დაზიანებული ავეჯისა და ჭურჭლის ნაწილები, ასევე, დამწვარი ავტომანქანა, სისხლიანი სამოსი, ოკუპირებული სოფლებიდან წამოღებული და გადარჩენილი ნივთები, ნახევრადდაფერფლილი წიგნები გამოიფინება.

„მირეკავენ გარდაცვლილი ჯარისკაცების ახლობლები, რომლებიც სისხლიან ტანსაცმელს, დახვრეტილ ჩაფხუტს და მსგავს ნაომარ ნივთებს შემპირდნენ. გვსურს, რომ ომის მუზეუმი 8 აგვისტოს გავხსნათ. ამ დროისთვის ვაპირებთ, რომ შეგროვებული ნივთები გადავანაწილოთ მუზეუმად გადაკეთებულ სარდაფში და დამთვალიერებელს ომის სისასტიკე და მშვიდობის ფასი შევახსენოთ" , - ამბობს მუზეუმის შექმნის ინიციატორი, ლია ჩლაჩიძე.

ომგამოვლილ ნივთებთან ერთად სამუზეუმო სივრცეში აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალებიც განთავსდება. ნივთების შეგროვების შემდეგ კი ერგნეთში, ივლისის მეორე ნახევარში მასშტაბური აქცია იგეგმება, რა დროსაც მოხალისეები მუზეუმისთვის დათმობილ სივრცეს ომისდროინდელი მასალებით შეავსებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×