რეზონანსი
17.07.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენით აჯილდოვებს. გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება სპორტსმენს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა აცნობა.

„ზაზას წვლილი არის ძალიან დიდი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში. ის არა მხოლოდ ბრწყინვალე სპორტსმენია, არამედ საქართველოს მნიშვნელოვანი ელჩია მთელ მსოფლიოში, რადგან ის მუდმივად ეწევა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას" , - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

სატელეფონო საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა ზაზა ფაჩულიას „ენ-ბი-ეის" ჩემპიონობა მიულოცა და პრეზიდენტის სახელით შემდგომი წარმატებები უსურვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×