რეზონანსი
17.07.2017

 (რეზონანსი) ფინანსურმა პოლიციამ საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი „წითელი ხიდის" გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების გადატანას ცდილობდა.

ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან სულ 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები ამოიღეს. მათი საერთო საბაჟო ღირებულება 148 000 ლარია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×