რეზონანსი
16.07.2017

 (რეზონანსი) „ბიბისის" ცნობით, ირანის პრეზიდენტის ძმა ჰუსეინ ფერეიდუნი ფინანსური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს.

გამოცემა ირანის სასამართლოზე დაყრდნობით წერს, რომ ჰუსეინი გუშინ გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა თანხა არავის გადაუხდია, შესაბამისად ის დააკავეს. მას ბრალად ედება სახელმწიფო სადაზღვევო ფირმაში მომუშავე მენეჯერებისთვის დაწესებულზე მაღალი ხელფასების დანიშვნა და თანხების გაფლანგვა. თავად ფერეიდუნი ბრალს არ აღიარებს.

ჰუსეინ ფერეიდუნი 2013 წელს, ჟენევაში, ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში, ირანის მხარეს წარმოადგენდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×