რეზონანსი
15.07.2017

 (რეზონანსი) კრიმინალურმა პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული რ.ი. თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „GOLD-STAR-2002"-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 1 მჭიდი ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×