რეზონანსი
14.07.2017

 (რეზონანსი) ვაკის პარკში ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები გატარდა. ტერიტორია სპეციალური ხსნარით - რეპელენტით შეწამლეს.

„ტერიტორიების რეპელენტით შეწამვლა-დამუშავება არის ქვეწარმავლებისგან დაცვის ყველაზე აპრობირებული მეთოდი და რაც მთავარია, ეს ნივთიერება საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის", - აღნიშნულია ვაკის გამგეობის განცხადებაში.

უწყების ცნობით, დედაქალაქში გველების გავრცელება სეზონურად, ტემპერატურის მატებასთან ერთად იწყება.

ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება 112-ზე 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×