რეზონანსი
14.07.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის - „GEM Fest-2017" დაწყებამდე, ღონისძიების უსაფრთხოების შესახებ შეხვედრა ჩაატარა.

შსს-ს ინფორმაციით, წელს ფესტივალის უსაფრთხოებაზე აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი ორგანოებიც იზრუნებენ. მერაბ მალანიამ ამერიკელ ექსპერტებს ფესტივალის უსაფრთხოების გეგმა და ფესტივალისთვის განსაზღვრული ტერიტორია დაათვალიერებინა.

ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის უსაფრთხოებისთვის შსს-ს სპეციალური გეგმა აქვს, რომელშიც ჩართული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტები.

„GEM Fest-2017" წელს უპრეცედენტოდ ხანგრძლივად, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დღეს გაიხსნა და 14 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×