რეზონანსი
14.07.2017

 (რეზონანსი)გურჯაანში უბედური შემთხვევა მოხდა. ალაზნის სარწყავ არხში 57 წლის მამაკაცი და 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, მამა შვილთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

6 წლის ბიჭის ცხედარი სამაშველო სამასახურმა დღეს გამთენისას სოფელ ვეჯინთან სარწყავ არხში იპოვა, მამის საძიებო სამუშაოები კი, ამ დრომდე გრძელდება.

ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი სავარაუდოდ, სოფელ ჯიმითიდანაა და მამაკაცი გურჯაანის ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×