რეზონანსი
10.07.2017

 (რეზონანსი) ბათუმის მერიასთან შეკრებილი მოსახლეობა ითხოვს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მათ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრონ.

აქციის მონაწილეები მერიის მიწის აღიარების კომისიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მერიის წინ საჯაროდ დახია საკუთრების აღიარების კომისიის მიერ სხვადასხვა დროს გონიოს მიწებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

გონიოს მოსახლეობას 2007 წელს დაკანონებული მიწის ნაკვეთები სამი წლის შემდეგ უკანვე ჩამოართვეს და მას შემდეგ საკუთრების დასაბრუნებლად ისინი სამართლებრივ დავას აწარმოებენ.

6 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გონიოში მცხოვრები 50 ოჯახის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მათთვის 2007 წელს საკუთრებაში გადაცემულ და 3 წლის შემდეგ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთებს უკავშირდება.

მოსახლეობის თქმით, თუ მიწების საკითხს ინდივიდუალურად არ შეისწავლიან და მიწებს არ დააბრუნებენ, ისინი მართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×