რეზონანსი
08.07.2017

 (რეზონანსი) ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ე.წ თოდუას კლინიკაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი,შოთო სიხარულიძე წერს.

არსებული ცნობით, ცეცხლი კლინიკის პირველ სართულზე, სავარაუდოდ, ელექტროსისტემას გაუჩნდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და არავინ დაზარალებულა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადილზე 2 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა იმყოფება.

„ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულები არ არიან. ეს არ იყო ძლიერი ხანძარი, უფრო იყო დაკვამლიანება", - განაცხადეს „112"-ის წარმომადგენლებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×