რეზონანსი
08.07.2017

 (რეზონანსი) "Ansa-ს ცნობით, ქალაქ ტრიესტის სააპელაციო სასამართლომ მსახიობ ორნელა მუტის პირობითი სასჯელი შეუფარდა იმის გამო, რომ 2010 წელს მან ყალბი ბიულეტენი გააკეთა პუტინთან ვახშმზე დასასწრებად. მაშინ პუტინი რუსეთის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა.

მსახიობს 6-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. მან ასევე 500 ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, განაჩენი იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუკი ორნელა მუტი ქალაქ პორდენონეს ვერდის თეატრს ზარალის ასანაზღაურებლად 30 ათას ევროს გადაუხდის. საქმე ისაა, რომ მსახიობმა ბიულეტენი სპექტაკლის გასაუქმებლად გამოიყენა, თუმცა ჰონორარი მაინც აიღო.

ვლადიმერ პუტინთან საქველმოქმედო ვახშამი და კონცერტი სანკტ-პეტერბურგში 2010 წლის დეკემბერში გაიმართა. ეს მიღება ბავშვთა დაავადებებთან ბრძოლას მიეძღვნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×