რეზონანსი
06.07.2017

 (რეზონანსი) სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებები შეისწავლა.

მათ რესპოდენტებს კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრის შესახებ ჰკითხეს.

გამოკითხულთა 71.3% მიზანშეწონილად მიიჩნევს კონსტიტუაციაში ქორწინების განსაზღვრების ჩაწერას, რომ ეს არის ქალსა და მამაკაცს შორის ნებაყოფლობითი კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით.

რესპოდენტების 26.3%-ის აზრით კი, კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობას ვერ ხედავს, იმიტომ რომ ქორწინების შინაარსი სამოქალაქო კოდექსით უკვე განსაზღვრულია.

კვლევის ავტორების თქმით, აღნიშნული პოზიცია თბილისთან შედარებით რეგიონებში უფრო ძლიერადაა გამოხატული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×