(რეზონანსი) შსს-ს ცნობით, „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, დაჯარიმების რიცხვი შემცირდა.
„პირველი ივლისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, საპატრულო პოლიციამ სულ 2805 საჯარიმო ქვითარი გამოწერა. მაშინ, როდესაც, 24 ივნისის მონაცემებით, 3085 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა, რაც პირველი ივლისის მონაცემებზე 280-ით ნაკლებია", - განაცხადეს უწყებაში.
მათივე ცნობით, პირველ ივლისს, 2805 დაჯარიმებულიდან ასქულიანი სისტემის მიხედვით 1331 მოქალაქე დაჯარიმდა.
ივლისიდან 100 ქულიანი სისტემა და „უკონტაქტო პატრულირება" ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.