რეზონანსი
05.07.2017

 (რეზონანსი) რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე ღიად დატოვებულ ჭაში ბავშვი ჩავარდა.

მშობლების თქმით, ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ სამუშაოები მიმდინარეობდა, რის შედეგაც ჭის სახურავი დაზიანდა. გუშინ კი ეზოში თამაშის დროს ჭაში ბავშვი ჩავარდა. საბედნიეროდ პატარას ამოყვანა დროულად შეძლეს.

ადგილობრივების თქმით, ჭაში ინტერნეტკომუნიკაციის სადენებია განთავსებული. მოსახლეობამ რუსთავის მერიის ცხელ ხაზზეც დარეკა და როგორც მერიაში განუმარტეს ჭა კერძო კომპანიის საკუთრებაშია და დაზიანებაც სწორედ კერძო კომპანიამ უნდა აღმოფხვრას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×