რეზონანსი
03.07.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს ყურადღების გამახვილებას სირიის კრიზისზე და უკრაინის კონფლიქტზე აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენ"-ი თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპს სურს ვლადიმერ პუტინთან სირიაში სამხედრო სიტუაცია და რუსეთის მიერ ბაშარ ასადისადმი მხარდაჭერა განიხილოს.

როგორც ამერიკული ტელეარხი იუწყება, სავარაუდოდ, ლიდერები შეხვედრაზე აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემას არ შეეხებიან.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შედგება, რომელიც ქალაქ ჰამბურგში 7-8 ივლისს გაიმართება.

„დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოლაპარაკებებს ასევე გამართავს გერმანიის კანცლერთან, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის პრემიერმინისტრებთან, ჩინეთის ლიდერთან და სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×