რეზონანსი
03.07.2017

 (რეზონანსი)მაშველებმა თბილისის ზღვაში საათ-ნახევრის წინ გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.

მოზარდი 2 მეგობართან ერთად თბილისის ზღვაზე ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც ბავშვი გაუჩინარდა. მაშველები 15 წლის მოზარდს 1 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალულია და ამისთვის შესაბამისი წარწერებიც არის განთავსებული. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. წყალსაქაჩის მიმდებარედ საბანაოდ არასრულწლოვნები ხშირად დადიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×