რეზონანსი
02.07.2017

 (რეზონანსი) ერაყის ფედერალური პოლიციის მეთაურის ცნობით, ქალაქ მოსულის დასავლეთით ერაყის არმიამ, ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციის დროს, "ისლამური სახელმწიფოს" 79 მებრძოლი მოკლა.

გავრცელებული ცნობით, ათობით ტერორისტი ქალაქიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეების ტანსაცმელში ჩაცმულნი ცდილობდნენ, თუმცა ერაყის არმიამ მათი დაკავება შეძლო. რაიდ შაკერი განმარტავს, რომ ერაყის არმია რამდენიმე საათში ქალაქს სრულად დაიკავებს.

29 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერაყის არმიამ ქალაქი მოსული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან მთლიანად გაათავისუფლა.

ერაყის თავდაცვის სამისტროს ცნობით, რადიკალები მოსულის არცერთ რაიონს არ აკონტროლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×