რეზონანსი
02.07.2017

 (რეზონანსი) ვენესუელაში, ლარას შტატში, შაბათს გამართული საპროტესტო აქციების დროს 4 ადამიანი დაიღუპა. ნაციონალური ასამბლეის დეპუტატმა, ლუის ფლორიდომ განაცხადა, რომ პარასკევს საპროტესტო აქციებს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

აპრილის დასაწყისიდან ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პოლიციასთან შეტაკებებში 80-მდე მდე ადამიანი დაიღუპა.აქციების მიზეზი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციურ ნაციონალურ ასამბლეას უფლებები შეუზღუდა. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუქმდა, თუმცა ოპოზიცია სასამართლოს წევრების გადადგომის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი ასევე დამფუძნებელი კრების მოწვევას ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ ეს კონსტიტუციის შეცვლის მცდელობაა.

ივნისში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები პარლამენტის შენობას თავს დაესხნენ. შეტაკებისას 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა. პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებმა კი 13 ივნისს ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის შენობა დაწვეს. დაახლოებით 80-მდე ადამიანი სასამართლოს თავს დაესხა და შენობა შიგნიდან დაწვა.

ვენესუელას სასამართლო მხარდაჭერას უცხადებს, ქვეყნის პრეზიდენტის ყველა მოქმედებას. სასამართლომ კანონიერად ცნო მადუროს გადაწყვეტილება, ოპოზიციური წევრების უმრავლესობისგან შემდგარი ეროვნული ასამბლეის დათხოვნის თაობაზე.

ქვეყნის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დაშლა სურს. მისი ინიციატივაა,რომ შეცვალოს სახელმწიფო წყობა და 500-კაციანი საკონსტიტუციო ასამბლეა შექმნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×